შემზარავი დანაშაული ბათუმში: 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი დააკავეს - Palitra News

შემზარავი დანაშაული ბათუმში: 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი დააკავეს

2018-06-14 15:23:30+04:00

ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში მცირეწლოვანი ოჯახის ახლობელმა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ:

ცხედარი პოლიციასთან თავად მიიტანა" -ახალი დეტალები და კადრები ბათუმიდან, სადაც 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელია დაკავებული