ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორმა მგზავრმა კი, მათ შორის ავტომობილის მძღოლმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.როგორც palitranews.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.