გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.