ზედმეტად შემწვარი და დიდი ხნის დამუშავების საჭიროების მქონე საკვები სიმსივნით დაავადების რისკს ზრდის. კვლევაში 104 980-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკი 43 წელი იყო. მოხალისეებმა ორჯერ შეავსეს კითხვარი კვებითი ქცევების შესახებ. მათ 3300 სხვადასხვა პროდუქტიდან უნდა აღენიშნათ ისინი, რასაც დღის განმავლობაში იღებდნენ. საკვები გადამუშავების ხარისხის მიხედვით იყო რანგირებული. მეცნიერებმა მონაწილეების შესახებ, მათი სიმსივნით დაავადების ისტორიებიც დაარეგისტრირეს, პირადი ავადმყოფობის ისტორიების და საერთო ბაზიდან ამოღებული მონაცემების მიხედვით.
სტატისტიკური ანალიზის დროს, მეცნიერები მხედველობაში იღებდნენ რამდენიმე გვერდით ფაქტორს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვის, მათ შორის, ასაკს, განათლების დონეს, ოჯახურ ანამნეზს, მწეველობას და ფიზიკური აქტივობის დონეს. აღმოჩნდა, რომ დიდხანს გადასამუშავებელი საკვების რაციონში 10 %-ით მატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკს 12%-ით ზრდის. სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გასავითარებლად კი ეს მაჩვენებელი 11%-მდე იზრდება.
კვლევას არ გამოუვლენია კავშირი სიმსივნის წარმოშობასა და ისეთი პროდუქტების მოხმარებას შორის, როგორიც არის დაკონსერვებული ბოსტნეული, ყველეული და ახალი პური, ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ბრინჯი, მაკარონი, კვერცხი, ხორცი, თევზი და რძე.