საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად ყოფნა, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, რომ სიტუაცია მართვადია.