მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" ესკალატორში 6 წლის ბავშვს ფეხი მოყვა, რის შედეგადაც მან დაზიანებები მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მშობელს და ბებიას ექსკალატორზე აჰყავდა. ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.