ურთიერთშელაპარაკება ხაშურშის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. 45 წლამდე კაცი ცივი იარაღით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტსა და შურისძიებას უკავშირდება. მამაკაცს კონფლიქტი, სავარაუდოდ, მისი ყოფილი რძლის ახალ ქმართან მოუვიდა. დაჭრილია ასევე ორი ადამიანი. მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ბუზიაშვილების ოჯახის ინფორმაციით, ოთხივე მამაკაცი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ჭრილობები მიაყენეს. როგორც ქალი ყვება, მისი ყოფილი მაზლი უკმაყოფილო იყო, რადგან ქმარს გაშორდა და სხვაზე დაქორწინდა.სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილები არიან ძმები ბუზიაშვილები, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.