შემოვალ ეტლით, ქართველი მწერლის, ლიტერატურათმცოდნისა და პედაგოგის შორენა ხუხუას სადებიუტო წიგნი. ჟანრი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი.
ავტორმა წიგნი შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას მიუძღვნა. ის თავად იყო ეტლით მოსარგებლე და წიგნი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა, წერის პროცესში იკვლევდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებს და გადიოდა მათთან კონსულტაციებს. სწორედ ამიტომ, წიგნს რამდენიმე პროტოტიპი ჰყავს.