შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, 30 აუზიდან კი - 17-მა დააკმაყოფილა - Palitra News

შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, 30 აუზიდან კი - 17-მა დააკმაყოფილა

2020-07-13 11:54:10+04:00

10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, უწყებაში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი.

64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრიდან, მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო შემოწმებისთვის არ იყო მზად 21; სხვა მიზეზით კი ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.

რაც შეეხება აუზებს, 30 30 ღია/დახურული აუზიდან მოთხოვნები დააკმაყოფილა 17-მა ხოლო 6-მა ვერ დააკმაყოფილა, შემოწმებისთვის კი მზად 2 ობიექტი არ იყო.

ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.