11 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, ველოსიპედით მოსიარულე 11 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად მოზარდმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. 11 წლის ბავშვი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.დაშავებული მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა უმძიმესია. ჰოსპიტალის მორიგე ექიმის მალხაზ ქვათაძის განცხადებით, ექიმები ყველა რეანიმაციულ საშუალებას მიმართავენ ბავშვის გადასარჩენად.“ავარიის შედეგად 112-ის ბრიგადიამ ჰოსპიტალში შემოიყვანა 11 წლის მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში. შემოსვლისას აღენიშნებოდა გულის გაჩერება. დაუყოვნებლივ დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები. მინიმალურ დონეზე მოხერხდა გულის ამუშავება. ამჟამად კვლავ გრძელდება რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად მიმდინარეობს გამოკვლევები, თუმცა პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება“, - აცხადებს მალხაზ ქვათაძე.