შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს.
ამასთან, დეპარტამენტის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცოვიდ 19-ით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შემუშავებული ახალი, გამკაცრებული რეგულაციები გააცნო.
ბოლო 2 თვის მონაცემებით, მიზნობრივი ტესტირება 1 300-მდე მებაჟე ოფიცერსა და თანამშრომელს ჩაუტარდა. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსით ინფიცირება 7 პირს დაუდასტურდა.