მთავრობის მიერ შედგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ის ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს 6 თვის მანძილზე მთავრობიგან 200 ლარიან, ჯამში კი 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.
თუმცა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამჟამად, მხოლოდ 20 ათასამდე დამსაქმებელს აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 ათასი დასაქმებულის შესახებ. უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს და სწორედ ამიტომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა თვისი კუთვნილი კომპესაციის თანხმები მიღონ.
შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.