შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მიტროპოლიტი იოსები აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 იანვარს სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები ჩასვლას აპირებდნენ, ადგილზე ვითარების განსამუხტად სამღვდელოება გაგზავნეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება“, - აღნიშნულია შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.