შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 26% ხმას "ქართულ ოცნებას" , 15% - "ნაციონალური მოძრაობას", 7% -"ევროპულ საქართველოს", 6% "ლეიბორისტული პარტიას", 4% "პატრიოტთა ალიანსს", 3% "თავისუფალ დემოკრატებს", 2% "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიან საქართველოს", 1% "გირჩს" , 1% "რესპუბლიკურ პარტიას ", 1% სხვა პარტიას, 15% არც ერთ პარტიას მისცემდა. 20%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მორიგ სოციოლოგიურ კვლევას IRI აქვეყნებს.
გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს. კერძოდ, რესპონდენტთა 29%-მა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად "ქართული ოცნება" დაასახელა, 12%-მა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 50%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა. კითხვაზე თუ "რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას", რესპონდენტთა 13%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 10%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 2%-მა "ევროპული საქართველო", ხოლო 38%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა.