შემაშფოთებელია პარლამენტის თავმჯდომარის არაერთგზის გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს მთავარსარდალს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა. მთავარსარდლის სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე დღეს ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს და საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.