ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი გრძელდება. ჯგუფური ეტაპი დასრულდა, უკანასკნელ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა. დომინიკ ტიმისა და მატეო ბერეტინის დაპირისიპირება ამ უკანასკნელი გამარჯვებით 7-6 6-3 დასრულდა. შეხვედრა სულ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. მიუხედავად მოგებისა ბერეტინიმ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, ხოლო ტიმი პირველზე გავიდა.
მეორე და მესამე ადგილები როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაინაწილეს. მეორე ლეგენდარული შვეიცარელი გავიდა, რომელმაც სერბი ბოლო დაპირისპირებაში დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა შეძლო. როჯერმა მეტოქე საკმაოდ მარტივად, საათსა და 14 წუთში 6-4 6-3 დაამარცხა. ამგვარად ფედერერი და ტიმი ბი ჯგუფიდან გავიდნენ, დღეს კი ეი ჯგუფში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, სადაც ციციპასი, ზვერევი, ნადალი და მედვედევი იბრძვიან.