01:51
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"შელი" აშშ-ში ფიქალის გაზის პროექტს ყიდის
07-05-2020

ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობკომპანია „როიალ დაჩ შელი“ შეერთებულ შტატებში ფიქალის გაზის მომპოვებელ საბადოებს 541 მილიონ დოლარად ყიდის. აპალაჩის საბადოების სრულ პაკეტს, ამერიკული ენერგოკომპანია „ნეიშენალ ფიუელი“ შეისყიდის.

სავარაუდოდ, გარიგება ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. წინასწარი შეთანხმებით, ამერიკულ კომპანიას აქვს უფლება, რომ თანხის ნაწილი, კერძოდ კი 150 მილიონი დოლარი საკუთარი აქციებით გადაიხადოს.

გარიგების შესაბამისად, ახალი მფლობელის ხელში, პენსილვანიის შტატში 450 ათასი აკრი საიჯარო ფართობი გადავა, რომელზეც 350 მომპოვებელი ჭაბურღილია განლაგებული. ჭაბურღილებთან ერთად, „ნეიშენალ ფიუელის“ ხელში გაზის მოპოვების ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც გადავა. აღნიშნულ ჭაბურღილებზე, ჯამური დღიური მოპოვება 250 მილიონ კუბურ ფუტს აღწევს.

გაზის ამერიკული საბადოების გაყიდვა არის „შელის“ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც უფრო მომგებიან, ადვილად მოპოვებადი ნავთობის მოპოვებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები