შელაპარაკება და დაჭრა ბათუმში - არსებული ინფორმაციით დაჭრილები უცხოელი ტურისტები არიან - Palitra News

შელაპარაკება და დაჭრა ბათუმში - არსებული ინფორმაციით დაჭრილები უცხოელი ტურისტები არიან

2019-07-31 13:13:56+04:00

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ინციდენტი მოხდა, სადაც 3 ახალგაზრდა დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბათუმში, სანაპიროზე დაჭრილი სამი ახალგაზრდა ტურისტები არიან. დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. 3 ახალგაზრდიდან ორი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მალე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.