შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამედენიმე ადამიანი მე -18 დღეა შიმშილობს. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ კარავი აქვთ გაშლილი. მოშიმშილე აქტივისტები თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოინახულეს. მათი თქმით, ეს ადამიანები ყურადღებას იმსახურებენ. აქციის მონაწილეები განცხადებით, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, შს მინისტრის გახარიას გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.