უილიამ შექმპირის პირველი კრებულის ეგზემპლიარი, რომელიც 1623 წელს იქნა დაბეჭდილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შოტლანდიის კუნძულ ბიუტში აღმოაჩინეს. კრებული შექსპირის სიკვდილიდან 8 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. მასში 36 პიესაა შესული, აქედან 18 დღემდე არ არის გამოქვეყნებული. გამოცემის პირველ გვერდზე დრამატურგის პორტრეტია გამოქვეყნებული, რომელიც ინგლისელი მარტინა დრუშაუტას მიერ არის შესრულებული.