მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა წარმოადგინა უნიკალური გელი, რომლის ძირითადი ამოცანა ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლა და პროფილაქტიკაა. გელი გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეფექტურობით, არამედ დაბალი ფასითაც.კანის საფარველზე განთავსებისას გელი იმაგრებს ვირუსებს.გელს უჯრედულ დონეზე გააჩნია ადამიანის კანის უჯრედების ანალოგიური რეცეპტორები, რაც მას ვირუსებისთვის მიმზიდველს ხდის. ამგვარად გელისგან მიიღება ინფექციისგან მძლავრი ბარიერული დაცვა. მეცნიერებმა ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შექმნეს ასევე ჰიდროგელი კუნთის ღეროვანი უჯრედების საფუძველზე. აღნიშნული გელი აჩქარებს რეგენერაციის პროცესს დაჟეჟილობების და ჭრილობების დროს. იგი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და დამცავი გარსის ფორმირებას ახდენს. მის ქვეშ, დაზიანებულ ადგილში ღეროვანი უჯრედები მშვიდად მრავლდება, რაც ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს.