იაპონიაში შექმნეს ახალი თაობის სათვალე, რომელიც აერთიანებს როგორც შორს, ასევე ახლოს ხედვის შუშებს. სათვალეს გვერდით აქვს მიმაგრებული ღილაკი, რომელიც იძლევა საშუალებას გადართოთ სათვალე სასურველ ხედვაზე. მაღალტექნოლოგიური მხედველობის სათვალის შექმნაზე კომპანია TouchFocus-ი მუშაობდა.
სხვადასხვა ზომის მინების გადართვა ხდება თხევადი კრისტალების დახმარებით, რომელიც ფოკუსს ასწორებს სასურველ ზომაზე. აღნიშნული სათვალე განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოადგება, რომლებიც იყენებენ როგორც ახლოხედვის, ასევე შორსხედვის სათვალეებს, მათ აღარ მოუწევთ რამდენიმე სათვალის ტარება და სასურველ დროს სასურველი ზომის სათვალის გაკეთება. ასე მაგალითად, ქუჩაში, კითხვისას და კომპიუტერთანაც ადამიანს მხოლოდ ერთი სათვალე ეკეთება და ნებისმიერ დროს ღილაკზე თითის დაჭერით სათვალეს სასურველ ზომაზე დააყენებს.სათვალე ელემენტებზე მუშაობს, რომელიც მარტივად იტენება და დიდხანს ძლებს. ამასთან, მაღალტექნოლოგიური სათვალის წონა იგივეა დაახლოებით, რაც ჩვეულებრივის. სათვალე რამდენიმე თვეა რაც შექმნეს და იგი უკვე იყიდება იაპონიის მაღაზიებში, მომავალი წლიდან კი კომპანია გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გაიტანოს პროდუქცია. ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის 50 000 მსგავსი სათვალე გაიყიდება.