შეკითხვა: სად არის სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდის და ეს არის ერთგვარი ტრიუკი, - ასე პასუხობენ მმართველ გუნდში მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის პასიურობის შესახებ დასმულ კითხვას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი აქტიურ საქმიანობას ეწევა და მეორე ტურისთვის ინტენსიურ რეჟიმში ემზადება. „ამ დღეების განმავლობაში ჩვენს ოფისებში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. დავგეგმეთ, არჩევნების მეორე ტურის კამპანია. ის ვინც ამბობს, სად არის სალომე ზურაბიშვილი, არის ერთგვარი ტრიუკი - გირჩევთ კარგად გადაამოწმოთ, სად არის სალომე ზურაბიშვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. ზურაბიშვილის პასიურობის შესახებ შეკითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა.