"შეხვედრამდე სამოთხეში" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სასამართლოს. მეუფე პეტრე ციანიდის საქმეზე დაიკითხა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ის უსამართლო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს რომ , სრულიად უცოდველი და უდანაშაულო არავინაა. მეუფეს თქმით, შორენა თეთრუაშვილს შეუძლია ცილისწამებებით ადამიანის არსებობასაც კი შეუშალოს ხელი. მან ბრალდების მხარეც შეაფასა და მას ტენდენციური უწოდა. მიტროპოლიტის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. მიაჩნია რომ სასამართლო სხდომების დახურვა უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. პროცესზე დაბარებას კი მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. მეუფეს შეფასებით,ციანიდის საქმე სასამართლოსთვის დიდი გამოწვევაა.
იხილეთ: "ცილისწამებები, ინტრიგების ჩახლართვა“ - მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე