ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი ყავა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გამაგრილებელი სასმელია. ცივი ყავის მოყვარულებისთის და მათთვის, ვისაც მისი სახლში პროფესიონალივით მომზადება სურს, გამოიგონეს სპეციალური სამზარეულოს ხელსაწყო. როგორც ამბობენ, Nitro King 2.0 ეს არის მსოფლიოში პირველი ცივი ყავის მოსამზადებელი აპარატი, რომელიც აზოტის კარტრიჯის გამოყენებით ამზადებს ცივ ყავას, ისეთს, როგორსაც ყავის კაფეებსა და მაღაზიებში მიირთმევთ. იდეის ავტორების თქმით, დანადგარის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მიუხედევად იმისა, აქვს თუ არა მას გამოცდილება ყავის მომზადებაში.
ყავის აპარატი მუშაობს აზოტის კარტრიჯზე, რომელიც ყავას კრემისებრ სტრუქტურას და ნაზ გემოს ანიჭებს. ყავის მომზადების პროცესის დროს დაბალ ტემპერატურაზე, მოლეკულური დეფორმაცია ხდება, რაც ყავას მომჟავო გემოს უკარგავს და შოკოლადისებრ გემოს ანიჭებს. ამ მარტივი აპარატით თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში იდეალური ცივი ყავის მომზადება განსკუთრებული არომატით. ყავას აქვს ლუდისთვის დამახასიათებელი ლამაზი ქაფი და სასიამოვნო გემო. როგორც ამბობენ, ყავის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გჭირდებათ ცივი წყალი, ყავა და სპეციალური ყავის აპარატი. ხელსაწყო ლუდის დისპენსერს წააგავს, და ყავასაც იმავე პრინციპით ასხმას ჭიქაში,რაც ხავედროვან ქაფს წარმოქმნის.
N2 ქილა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და ის ცივად ინახავს ყავას ან სხვა ცივ სასმელებს. მისი შემქმელების თქმით, ყავის დანადგარის წაღება და გამოყენება ნებისმიოერ ადგილას შეგიძლიათ, სახლში, ოფისში, მანქანაში, ბუნებაში. ყავის ქილას მოყვება თავისივე ქისა, რომელიც მას მზის სხივებისგან იცავს და ტემპერატურას უნარჩუნებს მზგავრობის დროს. ის ასევე გამოსადეგია წვეულების ან ბუნებაში პიკნიკის მოწყობის დროს. ყავის ქილის შემქმნელების თქმით, თქვენ ნებისმიერ ადგიალს შეძლებთ ნამდვილი ცივი ყავის მარტივად მომზადებას ხელმისაწვდომ ფასად.