წყლის ალერგიული რეაქცია, შეიძლება გამოვლინდეს კანის დაწყლულების და სისხლმდენი ჭრილობების სახით. მსგავსი გამოვლინებები ხშირად სწრაფად ქრება, მაგრამ ზოგჯერ, შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს და კანზე რამოდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.
წყალზე ალერგიის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა 1963 წელს აღინიშნა, როდესაც 15 წლის გოგონას, წყალთან კონტაქტის შემდეგ, კანზე განუვითარდა ათზე მეტი წყლული. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ხშირად, სწორედ მოზარდ გოგონებს აღენიშნება წყალზე ალერგიული რეაქცია. გარკვეულ როლს გენეტიკური განწყობაც ასრულებს.
აღნიშნული სახის ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, ისევე, როგორც სიმპტომატიკის შემამსუბუქებელი პრეპარატები, არ არსებობს. ექიმები ცდილობენ წყლის მიმართ ალერგიას, ჩვეულებრივი ანტიჰისტამინური პრეპარატების საშუალებით ებრძოლონ.