სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „პალიტრა ნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. პატარია და წითლიძე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს სანდრა რულოვსის შეხვედრაზე მოსახლეობასთან სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ.