ეტაპობრივად აუცილებლად შევზღუდავთ გარევაჭრობას დედაქალაქის სხვა უბნებშიც, - ამის შესახებ თბილისის მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი აზრით, ხელისუფლებამ შექმნა ალტერნატივები - სხვა სავაჭრო სივრცეები - გარემოვაჭრეთათვის, სადაც მათ შეუძლიათ შეღავათიანი პირობებით იმუშაონ.