შეილახება თუ არა კერძო მაუწყებელთა ინტერესები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით- ორად გაყოფილი შეხედულებები უმრავლესობაში და პროექტის მოწინააღმდეგე ოპოზიცია. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა სახის შეხედულება საკითხზე გუნდში განხეთქილებას არ ნიშნავს და აღნიშნავენ, რომ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას მაინც გააჩნია. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია რომ ისედაც დასუსტებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაძლიერება სჭირდება, რეკლამის დამატებით მიღებული შემოსავალი კი მას წაადგება. პოლიტიკურ ოპოზიციაში კი ამ კანონის საფრთხეებზე მიუთითებენ და შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პროტექციონიზმისა და მწირი მედია ბაზრის შეზღუდვაზე საუბრობენ.