ადამიანმა შეიძლება კაცი მოკლა, მაგრამ მკვლელი არ იყო, შეიძლება მოიპარო, მაგრამ ქურდი არ იყო, შეიძლება მრუშობდე და სულში მრუში არ იყო, - ამის შესახებ მამა შალვამ PalitraNews-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა. მამა შალვამ ადამიანის სულის ცხონების გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანის ცხონება ღმერთის გამორიცხვით და მართლმადიდებლური სწავლების გარეშე შეუძლებელია.