შესაძლოა, რთული შესასრულებელი იყოს, მაგრამ ძილის წინ ტელეფონში მეილების შემოწმება, სოციალური ქსელის კედლის თვალიერება და სხვა აქტივობები, უმჯობესია შეწყვიტოთ. სმარტფონები ლურჯ შუქს ასხივებენ, რისი დანახვაც დღისითაც შესაძლებელია, მაგრამ ღამით, თქვენი გონება "იბნევა", რადგან ტელეფონის სინათლე მზის შუქის მსგავსია. ამის შედეგად თავის ტვინი მელატონინის გამოყოფას წყვეტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჰორმონი ძილის სტიმულირების ფუნქციაზეც პასუხისმგებელია.
სწორედ ამიტომ, ტელეფონის სინათლე თქვენი ძილის ციკლს არღვევს და პოტენციურად, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს ზეგავლენას მახსოვრობაზე ახდენს. მეორე დღეს წაკითხულის დამახსოვრებაგიჭირთ, დილით ადგომას ვერ ახერხებთ, რადგან ვერ გამოიძინეთ. გარდა ამისა, მელატონინის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება დეპრესიას იწვევს. ასევე, არასაკმარისი და "უხარისხო" ძილი ხელს მკერდისა და პროსტატის კიბოს პროვოცირებას უწყობს. ყველაზე დიდ ზეგავლენას კი ტელეფონის სინათლე თვალებზე ახდენს. მკვლევარების თქმით, მან შეიძლება კატარაქტა გამოიწვიოს და თვალის ბადურა დააზიანოს.