20:50
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წვიმა ალერგიის მკურნალია - მეტი დეტალი, შეიტყვეთ ვიდეოდან
05-04-2019

წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი იონების შემცველობა, რაც დადებითად აისახება სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციობაზე. თუმცა, წვიმას სხვა დადებითი ეფექტებიც აქვს.

ინგლისელმა მეცნიერებმა, რომლებიც ალერგიის პრობლემებზე მუშაობენ, სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც გამოიკვლიეს, როგორია ჰაერში ალერგენების შემცველობა სხვადასხვა ამინდში.

აღმოჩნდა, რომ წვიმიან ამინდში ალერგიით დაავადებულთათვის სეირნობა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დარში, რადგან ყვავილთა მტვერი, გამონაბოლქვი აირები და ალერგიის გამომწვევი სხვადასხვა ნივთიერება წვიმიან ამინდში ჰაერში ბევრად ნაკლებია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები