05:50
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი - გახარია
11-07-2019

იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “განაცხადა. გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს პოლიციის გადაადგილებაზე და ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან 19:00 საათამდე მხოლოდ საპატრულო პოლიცია იყო.

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ამის შემდეგ გაიცა სიტყვიერი ბრძანება ათი საათის შემდგომ - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან შს მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება და არ იყო გაცემული მანამდე სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ასეც მოხდა.

„გაზი ისროლეს უკან იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა. პირველი ბრძანება იყო გაზის გამოყენებაზე“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

AutoPlay
ნათია თურნავა არის ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა - გიორგი გახარია
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თბილისის მერია საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ჭიათურის მაღაროს იმ უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრი აირჩეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები