"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროპული საქართველოს ლიდერების იმ განცხადებებს აფასებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში არ უნდა მოჰყვეს შურისძიება.
მელიას შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია "ევროპული საქართველოს" მიერ დეკლარირებული განაცხადი - "არავინ ციხეში", ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ.
ნიკა მელია "ევროპული საქართველოს" ინიციატივას "ქართული ოცნებისთვის" უსაფრთხოების გარანტიის მიცემად აფასებს. ნიკა მელია ფიქრობს, რომ ყველა, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულთან აქვს კავშირი, უნდა დაისაჯოს. ამ საკითხზე ვიდეომიმართვა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმაც. მისი თქმით, უნდა მოხდეს გამოძიება ჩაიდინეს თუ არა დანაშაული ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, თუმცა ეს გამოძიება უნდა აწარმოოს საერთაშორისო ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რომელშიც დასავლელი მოსამართლეები იქნებიან ჩართულები.