შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.მისი თქმით, ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, ვინაიდან შესაბამისი პროცესის გუშინ დასრულება ვერ მოხერხდა. პროკურორებს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულაბაში 13 საათისთვის ელოდებიან.