სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. I პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 სამხედრო მოსამსახურე.საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, სენაკში II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა.