თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ატენის ხეობაში ჩავიდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ხანძრის შემდეგ მონიტორინგს ახორციელებენ. ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები პრევენციის მიზნით ატენის ხეობაში რამდენიმე დღე დარჩებიან.