21:38
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული პირბადეების პირველი პარტია გადაეცა
30-03-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცა. აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.

ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პერსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი.

ამჟამად პირბადეების წარმოების პროცესში ათი ადგილობრივი საწარმოა ჩართული.

AutoPlay
ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 39 გახდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კალიფორნიაში დემონსტრაციის დროს ფედერალური სამსახურის ოფიცერი მოკლეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები