დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს და ვინაიდან საქართველო სომხეთს შორის სულ რაღაც 4 საათის სავალი გზაა "ლუგარი" მზად არის 24 საათში სომხური მხარე ტესტის პასუხებით უზრუველყოს.