"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენედი მაკარიძეს და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა.
კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენას ნაცვლიშვილმა სიყალბე და თეატრალიზებული წარმოდგენა უწოდა. მან გენადი მაკარიძეს მიმართა, რომ მის მიმართ კითხვები არა აქვს, რადგან ყველაფერზე პასუხი მისი დუმილია, რომელსაც ინარჩუნებს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის ზემდგომ ინსტანციებში გზა გაიკვალოს.