თბილისის მერიის ინფორმაციით, შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება. მერიის განმარტებით, ცვლილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა.
კერძოდ, ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის წარმომადგენელს დამრღვევი დაჯარიმება და არასწორად გამოყენებული ბარათის ავტომატურად 6 თვის განმავლობაში დაბლოკვა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ავტომატურად, უფასოდ განიბლოკება.