"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ხულოს მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს. თუმცა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, ამიტომ 15 წუთის განმავლობაში ხმას ვერ აძლევდა. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ექსესების გარეშე, მშვიდ გარემოში მისცა ხმა და განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში იგი ყველას მერი იქნება. ამ დროისათვის ხულოში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხულოში არჩევანი დააფიქისრა პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ანზორ ბოლქვაძემ, რომელმაც კაბინიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტზე იზრუნებს.