შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა - Palitra News

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

2021-08-26 14:00:35+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, სააპელაციო განაცხადების მიღება კი 27 აგვისტოს დაიწყება. ამის შესახებ განცხადებას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული ქულის სანახავად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, სადაც შედეგთან ერთად განთავსებულია ნაშრომის სკანირებული ასლიც.

შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333