დიდ ბრიტანეთში ცალკეული კომპანიების მფლობელებს თანამშრომლებისთვის სხეულში ჩიპების ჩასმა სურს, ამის მიზეზი, მათი თქმით, უსაფრთხოების გამკაცრებაა. „გარდიანის“ ცნობით, ბრიტანულმა კომპანია BioTeq-მა, რომელიც ბიზნესორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ მსურველებს ჩიპების იმპლანტაციას სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით უკვე 150 ადამიანს ჩაუსვა სხეულში ჩიპი. მცირე ზომის ჩიპებს ცერა თითისა და საჩვენებელი თითს შორის სვამენ. იგი დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომისაა.
ჩიპების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ გააღონ სამსახურის შესასვლეში დამონტაჟებული ტურნიკეტი, დაქოქონ მანქანა გასაღების გარეშე ხელის ერთი აქნევით და შეიძინონ სუპერმარკეტში ნებისმიერი ნივთი. ჩიპზე დატანილია ყველა საჭირო ინფორმაცია და კოდი, რაც ადამიანს ბარათის ნაცვლად გამოადგება, მათ შორის ჯანმრთელობის მდოგმარეობის შესახებ მონაცემები.