2011 წელს ამერიკულმა კინოინსტიტუტმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოს კინოს ისტორიაში საუკეთესო კომედიად მაყურებელი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" თვლის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ორიგინალური სიუჟეტისა და ხალასი იუმორის წყალობით ბილი უაილდერის შედევრი დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც თითქმის 60 წლის წინ.