ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნას დათანხმდა. ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო ნედლეულით ანაზღაურების მაგივრად, ფულად ანგარიშწორებას მიიღებს.
გაზპრომთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება ორწლიანია. როგორც ცნობილია, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა.