ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-14 ტურში აიაქსი ჰერაკლესს შეხვდა. მატჩის დასაწყისში გუნდებმა ანტირასისტულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა - როდესაც ამსტერდამელებმა ცენტრიდან ბურთი გაათამაშეს, ორივე გუნდის ფეხბურთელები გაჩერდნენ და ერთი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტების თანხლებით უბრალოდ იდგნენ.ამ აქციის მიზანი რასიზმთან ბრძოლა იყო. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ექსელსიორის მოთამაშე, აჰმად მენდეშ მორეირა გახდა რასისტული შეძახილების სამიზნე. აღნიშნული პერფომანსი სწორედ ამ ინციდენტს მიეძღვნა.