ხვალ გახდება ცნობილი, შეჩერდება თუ არა ატენის ქუჩაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს ატენის ქუჩის მოსახლეობამ მიმართა. მოსახლეობას სარჩელი მერიის წინააღმდეგ აქვს შეტანილი, რომლითაც ისინი მშენებლობაზე გაცემული მაღალი კოეფიციენტის გაუქმებას ითხოვენ.