საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე კარგად გამოხატავს საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.ჩუგოშვილმა მხარდამჭერებს და საარჩევნო უბანზე მისულ ყველა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.