"შე სამარცხვინო ქალო, შენი შვილივით დანებით კი არ დავრბოდი, ვსწავლობდი" - ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას მწვავე დაპირისპირება - Palitra News

"შე სამარცხვინო ქალო, შენი შვილივით დანებით კი არ დავრბოდი, ვსწავლობდი" - ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას მწვავე დაპირისპირება

2018-07-16 16:16:55+04:00

ქალბატონო ბოკუჩავა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩემი ოჯახის წევრებს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში მათ შორის თქვენ იყავით გახვეული, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრად ოქროს ნივთებს უგზავნიდა - უპასუხეთ საზოგადოებას, როგორ ხდებოდა ეს ამბები, - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული განცხადება ბესელიამ სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგის შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მიუთითა.

იხილეთ: ბესელია ბოკუჩავას - როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?